ფრანგული მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ლიგის კლუბს ვინისიუს ჟუნიორის გადაბირება სურს #1TVSPORT
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ლიგის კლუბს ვინისიუს ჟუნიორის გადაბირება სურს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვინისიუს ჟუნიორის გადაბირებით საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგის გუნდი „ალ ჰილალი“ დაინტერესდა.

ფრანგული გამოცემის, Footmercato-ს ინფორმაციით, არაბული კლუბი ბრაზილიელს ოთხწლიან კონტრაქტს და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს.

მოქმედი კონტრაქტი ვინისიუსს მადრიდის „რეალთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, რომლის მიხედვითაც, ის წელიწადში 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის „ოქროს ბურთის“ გათამაშებაში ვინისიუსმა მეორე ადგილი დაიკავა, საუკეთესო ფეხბურთელი კი როდრი გახდა.