ფრანგული მედია - მესი და მისი ოჯახი ფრანგულ ენას სწავლობს
ფრანგული მედია - მესი და მისი ოჯახი ფრანგულ ენას სწავლობს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი და მისი ოჯახი ფრანგული ენას სწავლობს, – ამის შესახებ „მუნდო დეპორტივომ“ დაწერა Canal+-ის ჟურნალისტზე ჟოფრუა გარეტიეზე დაყრდნობით.

33 წლის არგენტინელს გასული წლის ზაფხულში სურდა „ბარსელონას“ დატოვება, მაგრამ, საბოლოოდ, კატალონიაში კონტრაქტის ბოლომდე (2021 წლის ივნისი) დარჩენა გადაწყვიტა.

მესის ტრანსფერზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად „პარი სენ-ჟერმენი” სახელდება. ასევე ცნობილია, რომ ფორვარდის ხილვა თავის რიგებში „მანჩესტერ სიტის“ სურს.

„მესი და მთელი მისი ოჯახი – ცოლი და შვილები ფრანგული ენის გაკვეთილებს იღებენ. რაში სჭირდებათ მათ ფრანგულის სწავლა, თუ ისინი „მანჩესტერ სიტიში“ აპირებენ გადასვლას? ეს უაზრობაა. დარწმუნებული ვარ ამ ინფორმაციაში – ის ძალიან საიმედო წყაროსგანაა“, – განაცხადა ჟურნალისტმა ფრანგული ტელეარხის ეთერში.