ფრანგული მედია - „მეცი“ დაუმუშავებელი ბრილიანტით, ჩაკვეტაძით დაინტერესდა #1TVSPORT
ფრანგული მედია - „მეცი“ დაუმუშავებელი ბრილიანტით, ჩაკვეტაძით დაინტერესდა #1TVSPORT

გამოცემა Sportbusinessmag-ი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცი“ გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა. წერილის სათაური მრავლისმეტყველია – „„მეცი“ გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა – ნადირობა დაუმუშავებელ ბრილიანტზე“.

„ფრანგული კლუბი ემზადება ქართველი ნახევარმცველის შესასყიდად, რაც სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული მოვლენა გახდება. ეს იქნება თამამი ნაბიჯი, რომელმაც, შესაძლოა, შეარყიოს საფრანგეთის ჩემპიონატი.

„მეცის“ მხედველობის არეში ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მოექცა. ფრანგული კლუბი ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს „გენტთან“ და იმედოვნებს, რომ 23 წლის შემტევ ნახევარმცველს (რომლის სატრანსფერო ფასიც 2,4 მილიონი ევროა) იჯარით აიყვანს.

ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შთამბეჭდავი შედეგით (16 მატჩში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა) საერთაშორისო ასპარეზზე თავი უკვე დამკვიდრდა. ბრატისლავის „სლოვანში“ წარმატებული იჯარის შემდეგ, სადაც 47 მატჩი ჩაატარა, ჩაკვეტაძე ახალი თავგადასავლებისთვის მზად არის.

მას დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდად მიიჩნევდნენ და მიიპყრო ისეთი გიგანტების ინტერესი, როგორებიც არიან მიუნხენის „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ (2019 წლის ივნისში, ჩვენი გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ტოპ 50 მოთამაშეთა რეიტინგში 47-ე ადგილზეც იყო, თუმცა მისი წინსვლა არაერთმა ტრავმამ შეანელა).

თუ ტრანსფერი წარმატებული იქნება, „მეცისთვის“ ეს შეიძლება გახდეს პლუსი, რომელიც ლიგა 1-ის გუნდის ნახევარდაცვას ახალ შესაძლებლობებს შემატებს, ხოლო ჩაკვეტაძეს ფორმას აღდგენისა და უდავო პოტენციალის რეალიზების შანსს მისცემს“, – წერს sportbusinessmag-ი.