ფრანგული მედია - მბაპე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და „რეალში“ არ გადავა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე პარიზულ კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს და შესაბამისად, მადრიდის „რეალში“ არ ითამაშებს, – იუწყება ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი ფრანსუა გალარდო.
ევროპულ პრესაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებისგან სეზონში 50 მილიონ ევროს, ბონუსის სახით კი (ერთჯერადად) 120 მილიონს ითხოვს.
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 28 მატჩი გამართა, გაიტანა 29 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
Transfermarkt 24 წლის ფრანგ თავდამსხმელს 180 მილიონ ევროდ აფასებს.