ფრანგული მედია გიორგი მიქაუტაძის შედეგიან თამაშს გამოეხმაურა [ვიდეო] #1TVSPORT
ფრანგულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა გიორგი მიქაუტაძის მორიგ წარმატებულ შეხვედრას – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში ისევ გაიტანა და „მეცს“ გასვლით შეხვედრაში უშუალო კონკურენტ „ლე ჰავრთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 1:0.
Ligue 1-ის ოფიციალური გვერდი
მიქაუტაძის გოლით „მეცმა“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
Football Talent Scout
„მეცის მეფე“ გიორგი მიქაუტაძე 2023/24 წლების სეზონში: 16 თამაში, 10 გოლი, 3 საგოლე გადაცემა. უშუალოდ მონაწილეობს გოლში ყოველ 107 წუთში.
BeFootball
ლიგა 1-ის წამყვანი კლუბებისთვის სასარგებლო იქნება გიორგი მიქაუტაძით დაინტერესება. მან მიმდინარე სეზონში „მეცში“ 10 გოლი გაიტანა და გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა.
რიკო ემერიკი, moselle-tv-ის ჟურნალისტი
დიდი გამარჯვება ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. აუტსაიდერთა შეხვედრაში „მეცი“ უკეთესი აღმოჩნდა. ეს გიორგი მიქაუტაძის წყალობით მოხდა, რომელიც მატჩის გამორჩეული მოთამაშე იყო.
DATA Foot
გიორგი მიქაუტაძემ ბოლო სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა. ლიგის ბოლო 8 მატჩში კი 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც დაუგროვდა.
Instant Foot
„მეცმა“ უშუალო კონკურენტ „ჰავრთან“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში პოზიცია განიმტკიცა. ერთადერთი გოლი „მეცის“ ბომბარდირმა, გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
რაც შეეხება გიორგის პირად მონაგარს, ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო სამ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, სულ მის ანგარიშზე 14 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ამ მაჩვენებლით მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა შორის მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა.