ფრანგული კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერი „ზენიტში“ გადასვლისთვის სამუდამოდ გაუშვეს საფრანგეთის ნაკრებიდან #1TVSPORT
ფრანგული კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერი „ზენიტში“ გადასვლისთვის სამუდამოდ გაუშვეს საფრანგეთის ნაკრებიდან #1TVSPORT

საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან-პიერ სიუტამ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტომას ერტელი ნაკრებიდან დაითხოვეს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გადასვლის გამო.

„დღეისთვის მიმაჩნია, რომ ის აღარასოდეს ითამაშებს ნაკრებში. ყველაფერი დასრულებულია“, – მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები გაზეთ „ეკიპს“.

რამდენიმე თვის წინ, ერტელმა ხელი მოაწერა დოკუმენტს იმის შესახებ, რომ არ გააფორმებდა კონტრაქტს რუსულ კლუბებთან. ამან საშუალება მისცა მას ეთამაშა 2022 წელის ევრობასკეტზე და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მოეპოვებინა ვერცხლის მედალი. მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ფინალიდან სამი დღის თავზე, ერტელი რუსულ კლუბში გადავიდა.