ფრანგული გამოცემა – მიქაუტაძით არა მხოლოდ „მეცი“, არამედ „ლიონიც“ დაინტერესდა #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა – მიქაუტაძით არა მხოლოდ „მეცი“, არამედ „ლიონიც“ დაინტერესდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის საფრანგეთში დაბრუნებით დაინტერესებულია არა მხოლოდ „მეცი“, არამედ „ლიონიც“ – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ferveurlyonnaise ავრცელებს.

 

მეცს“ და „ლიონს“ შეტევის გაძლიერება გიორგი მიქაუტაძით სურთ

„ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს ლიგა 1-ში დაბრუნდეს. ნიდერლანდების დედაქალაქში განცდილი სრული იმედგაცრუების შემდეგ თავდამსხმელით არა მხოლოდ „მეცი“, არამედ ლიონის „ოლიმპიკიც“ დაინტერესდა.

ამ სეზონში ორივე გუნდი ლიგა 1-ში დარჩენისთვის იბრძვის და ქართველი ფეხბურთელის დამატება ორივეს სურს. „მეცი“ და „ლიონი“ კვლავ შეტევის გაძლიერებას ცდილობენ. ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ 16 მილიონ ევროდ დამატებული მიქაუტაძე „აიაქსს“ დატოვებს.

23 წლის ფეხბურთელი საფრანგეთში, სავარაუდოდ, ზამთარში დაბრუნდება. ამ ბრძოლაში ორი ფრანგული კლუბი მონაწილეობს. ლიონის მკვიდრი და ლიონის „ოლიმპიკის“ დიდი გულშემატკივარი, შეიძლება კლუბში უახლოეს სატრანსფერო „ფანჯარაში“ გადავიდეს.

მაგრამ კონკურენცია მკაცრია. მიქაუტაძეს, რომელიც გასულ სეზონში მე-2 ლიგაში „მეცის“ ფორმით გამოჩნდა, შეუძლია ლოტარინგიულ კლუბში დაბრუნდეს, ხოლო „მეცს“ სწორედ მისი იჯარის წყალობით შეუძლია, ლიგაში დარჩეს. ორივე დაინტერესებულია ქართველით, რომლის ტრანსფერსაც Transfermarkt-ი 10 მილიონ ევროდ აფასებს. გაგრძელება იქნება“, – წერს ფრანგული გამოცემა.