ფრანგული გამოცემა მიქაუტაძის აღიარებაზე - გიორგიმ დამსახურებული ჯილდო მიიღო #1TVSPORT
გამოცემა letsgometz-მა წერილი გამოაქვეყნა „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ, რომელიც ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
„მეფე გიორგის კურთხევა“ – მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეა
„გასულ კვირას UNFP Trophy Awards-ზე გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი 2022-2023 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
იმ დროს, როცა კილიან მბაპემ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ლიგა 1-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, შესანიშნავი სეზონისთვის კიდევ ერთი თავდამსხმელი დაჯილდოვდა – ის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული გიორგი მიქაუტაძეა. ჩემპიონატის ბომბარდირმა (23 გოლი) დამსახურებული ჯილდო მიიღო.
მიქაუტაძემ პირველ სეზონში მრიცხველი „ააფეთქა“ – მის ანგარიშზე ლიგა 2-ში 23 გოლი და 8 საგოლე პასია. რამდენიმეჯერ გადაეცა მატჩისა და თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. ლოგიკურია, რომ ლიონის მკვიდრი დასახელდა ლიგა 2-ის 2022-2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც. მიქაუტაძე „მეცის“ მეორე მოთამაშეა, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა – პირველად ჯილდო 2014 წელს დიაფრა საკოს გადაეცა.
თუმცა, ეს მის კარიერაში პირველი ინდივიდუალური ჯილდო არ არის. მანამდე 22 წლის თავდამსხმელი „სერენის“ (სადაც ის 2020-2022 წლებში იჯარით თამაშობდა) გულშემატკივრებმა წლის მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო ბელგიის პირველ დივიზიონში საუკეთესო ბომბარდირი (19 გოლი) გახდა“, – წერს ფრანგული გამოცემა.