ფრანგული გამოცემა - მიქაუტაძეს „მარსელი“ იწვევს, მაგრამ ქართველი კლუბს ზაფხულამდე ვერ შეიცვლის #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ში არა მხოლოდ „მეცი“, არამედ „მარსელიც“ იწვევს, მაგრამ ქართველი თავდამსხმელი ზაფხულამდე კლუბს ვერ შეიცვლის, რადგან მიმდინარე სეზონში უკვე მეორე კლუბში თამაშობს – ინფორმაციას გამოცემა La Tribune Olympienne ავრცელებს.
მარსელი „ოლიმპიკი“ მიზნად ისახავს „აიაქსის“ თავდამსხმელით გაძლიერებას
„ზაფხულში „მარსელი“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ თავდამსხმელის შეძენას აპირებს. ფრანგული კლუბის საკვანძო ფიგურები – ვიტინია და პიერ-ემერიკ ობამეიანგი მოლოდინებს სრულად ვერ ამართლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ მოთამაშეს შორის კონკურენციაა, ნამდვილი ლიდერი ჯერ არ ჩანს. ეს „ლანსთან“ „მარსელის“ ბოლო თამაშშიც (0:1) გამოჩნდა. ამ ვითარებაში კლუბის პრეზიდენტმა, პაბლო ლონგორიამ უახლოეს თვეებში გუნდის გაძლიერება დაისახა მიზნად“.
თვითნაბადი ოქრო „მარსელის“ შეტევის გასაძლიერებლად
„„მარსელის“ ხელმძღვანელობა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც „მეციდან“ ამსტერდამის „აიაქსში“ გადასულ თავდამსხმელს ამსეტრდამულ კლუბში შეზღუდული სათამაშო დრო აქვს. მისი იჯარით დამატებით საკითხს „მარსელი“ 2024 წლის ზაფხულში განიხილავს.
საქმე ისაა, რომ ზამთარში მიქაუტაძის ტრანსფერი შეუძლებელი იქნება, რადგან მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ უკვე ითამაშა ორ კლუბში. უნდა გვახსოვდეს, რომ „მეცში“ მის დაბრუნებაზე ბოლო დროს ხშირად საუბრობენ“, – წერს გამოცემა La Tribune Olympienne.
შეგახსენებთ, რომ, ფიფა-ს სატრანსფერო დებულებით, მოთამაშეს ერთ სეზონში მხოლოდ ორ კლუბში შეუძლია თამაში, მესამეში გადასვლა კი ეკრძალება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი კლუბი, სადაც შეიძლება მიქაუტაძე დაბრუნდეს, „მეცია“.