ფრანგული გამოცემა - მიქაუტაძე ბრწყინვალეა, მაგრამ არასტაბილური #1TVSPORT
გამოცემა francebleu-მა საფრანგეთის ლიგა 2-ის საშემოდგომო ეტაპზე „მეცის“ გამოსვლა შეაფასა და გიორგი მიქაუტაძეს გუნდის საუკეთესო, მაგრამ არასტაბილური თავდამსხმელი უწოდა.
„გასულ შაბათს „მეცმა“ „ეპინალი“ საფრანგეთის თასზე დაამარცხა და ტურნირის 1/32-ფინალში გააღწია. ამის შემდეგ გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის გამო ოფიციალურად შვებულებაში გავიდა. ახლა დროა, შეაფასოთ გუნდის გამოსვლა.
„მეცის“ გამოსვლა სეზონის პირველ ნაწილში საკმაოდ დატვირთული გამოდგა, გუნდმა გაიარა აღმავლობის პერიოდიც და ჩავარდნებიც. მაგრამ ბოლო ეტაპზე კარგი სერია ჰქონდა და გულშემატკივრებს ლიგა 1-ში დაწინაურების იმედი გაუღვივა.
ლიგა 2-ში ჩატარებული მე-15 ტურის შემდეგ „მეცი“ მე-8 ადგილზეა და ლიდერ „ჰავრს“ 11 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ბორდოს“ – 7 ქულით. გუნდს 6 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება აქვს.
საინტერესოა, რომ „მეცის“ შეტევა, „ჰავრსა“ და „სოშოსთან“ ერთად, ლიგა 2-ში საუკეთესოა (24 გოლი). მეორე მხრივ, მათ 15 მატჩში 21 გოლი გაუშვეს და ამ მაჩვენებლით გუნდი ლიგაში მე-18 ადგილზეა, რაც დაცვის პრობლემებზე მიუთითებს.
სეზონის ამ პირველ ნაწილში თავდამსხმელებში საუკეთესო უდავოდ გიორგი მიქაუტაძე იყო. ქართველმა ფეხბურთელმა 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ბრწყინვალეა, მაგრამ არასტაბილური. „სერენის“ ყოფილ თავდამსხმელს დიდი პაუზა ჰქონდა — მან თითქმის 2 თვის განმავლობაში გოლი ვერ გაიტანა.
„მეცის“ ფეხბურთელები ვარჯიშს 3 დეკემბერს განაახლებენ, ხოლო 9 დეკემბერს „ოსერს“ ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან. გუნდი შემდეგ ესპანეთში შეკრებაზე გაემგზავრება, ლიგა 2-ში კი სეზონს 26 დეკემბერს „ნორთან“ საშინაო მატჩით განაახლებს“, – წერს ფრანგული გამოცემა.