ფრანგული გამოცემა ირწმუნება, რომ მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადებს #1TVSPORT
ინტერნეტ-გამოცემა RMC Sport ამტკიცებს, რომ კილიან მბაპე მალე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადებს. ამ ახალ ამბავს იტყობინება ჟურნალისტი დანიელე რიოლო, რომელმაც გასულ ზაფხულში ერთ-ერთმა პირველმა დაწერა, რომ ლიონელ მესი პსჟ-ში გადავიდოდა.
„კლუბის პრეზიდენტის ალ-ჰელაიფის ერთადერთი ინტერესია – გაარკვიოს კილიანის გეგმები. არავინ დამიჯერებს, მაგრამ ამის შესახებ მაისში გამოცხადდება და ის პარიზში დარჩება“, – დაწერა რიოლომ.
ჟურნალისტის ამ სიტყვებამდე გავრცელდა თავად მბაპეს კომენტარი: „მე ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება, მაგრამ გაჩნდა ახალი ელემენტები. მშვიდად ვარ, ვცდილობ ჩემს ახლობლებთან ერთად მივიღო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს მომავალთან დაკავშირებით“. მბაპემ ეს სიტყვები ბოლო უქმეებზე „ლორიანთან“ 5:1 მოგების შემდეგ წარმოთქვა.