ფრანგული გამოცემა - გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ ბრუნდება, კლუბი „აიაქსს“ შეუთანხმდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე მალე „მეცში“ დაბრუნდება, ამის შესახებ ფრანგული კლუბი ამსტერდამის „აიაქსს“ უკვე შეუთანხმდა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში გამოცემა #33 ავრცელებს.
„ინფორმაცია „მეცში“ სანდო წყაროსგან მივიღეთ, გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ დაბრუნდება. კლუბებს შორის მოლაპარაკება დასრულებულია.
შეთანხმების მიხედვით, მიქაუტაძე საფრანგეთში ექვსთვიანი იჯარით დაბრუნდება, მაგრამ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლება გათვალისწინებული არ იქნება.
ამას გარდა, კლუბებმა შეათანხმეს ქართველი თავდამსხმელის ხელფასის გადახდის პირობებიც. თანხის 30%-ს „მეცი“ გადაიხდის, ხოლო „აიაქსი“ – 70 პროცენტს“, – ვკითხულობთ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. ის ამსტერდამის „აიაქსმა“ 19 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ მას თავის გამოჩენის შანსს არ აძლევენ.