ფრანგულ ტელეარხს მესი მის ირანელ ორეულში აერია

14:55, 29.03.2020

ფრანგულმა ტელეარხმა M6 მაუწყებლობის დროს ეთერში შეცდომა დაუშვა, როდესაც არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მის ირანელ ორეულში აერია.

ჟურნალისტების სიუჟეტი მიძღვნილო იყო იმ გამოჩენილი სპორტსმენებისადმი, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად სოლიდური თანხები გაიღეს. შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან ერთად მესის ირანელი ორეულის, რიზა პერესტესის ფოტო განათავსეს არგენტინელი ვარსკვლავის მაგივრად.

შეგახსენებთ, რომ მესი ბარსელონის საავადმყოფოს ერთი მილიონი ევროთი დაეხმარა.

მსგავსი