ფრანგულ კლუბებს ივლისში ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება მისცეს

20:38, 30.05.2020

ფრანგულ კლუბებს ივლისში შეეძლებათ საწვრთნელი მატჩების ჩატარება. ამის შესახებ დაიწერა საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ TOP5 ქვეყნების სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საფრანგეთმა გადაწყვიტა, არ განაახლოს 2019-20 წლების სეზონი. ქვეყნის ჩემპიონად „პარი სენ-ჟერმენი” გამოაცხადდა.

საფრანგეთში 2020-21 წლების სეზონი აგვისტოში დაიწყება.

მსგავსი