ფრანგმა ჩოგბურთელმა სარა ჩაკარევიჩმა „ტვიტერში“ თავის გვერდზე გაამხილა იმ ჰონორარის ოდენობა, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ITF-ის სერიის ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღო.
„მადლობა უფასო ყავისთვის. აი, რა ხდება, როცა მესამე სეტში აგებ მსოფლიოს 291-ე ჩოგანთან. 25 ცენტიც დამაკლეს“, – დაწერა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში.
ჩაკარევიჩის მიერ მოგებულმა თანხამ 45 ევრო შეადგინა. აქედან 36 ევრო ტურნირში მონაწილეობის შესატანი იყო, 6.75 ევრო კი გადასახადი. ასე რომ, სუფთა მოგებამ 2.25 ევრო შეადგინა.
სარა ჩაკარევიჩი მსოფლიოს 410-ე ჩოგანია.