ფრანგმა პოლიტიკოსმა დანიელ კონ-ბენდიტმა ივარაუდა, რომ მიმდინარე კრიზისი საფეხბურთო სამყაროზე მნიშვნელოვნად აისახება და, მაგალითად, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპეს ფასი 200 მილიონიდან 35-40 მილიონამდე დაეცემა.
„ამ კრიზისის შემდეგ მბაპე ალბათ 35-40 მილიონი ევრო ეღირება. ვფიქრობ, პროფესიული სპორტიდან ირაციონალურობა გაქრება, თითქოს ბირთვული შეტევა განხორციელდა და ყველაფერი სულ სხვანაირ საძირკველზე უნდა აიგოს“, – ამბობს კონ-ბენდიტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული, რის გამოც გუნდები ფინანსურ კრიზისს განიცდიან.