იტალიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ფრანჩესკო ტოტიმ იდეალური ფეხბურთელი „შეადგინა“.
„რომას“ ლეგენდამ განმარტა, რომელი ფეხბურთელის თვისებები უნდა ჰქონდეს მისი ვერსიის იდეალურ ფეხბურთელს.
„უნდა იყოს კრიშტიანო რონალდოს მარჯვენა ფეხი, დიეგო მარადონას მარცხენა ფეხი, ლუკა ტონის თავით თამაში, რონალდოს სისწრაფე, ლიონელ მესის დრიბლინგი, ჯუდ ბელინგემის ფიზიკა და თამაშის ჩემი ხედვა“, – უთხრა Betsson Sport-ს ტოტიმ.