ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ სერია A-ს კლუბებს მისი დაბრუნება სურთ #1TVSPORT
ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ პროფესიული კარიერა 2017 წელს დაასრულა, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ არ გამოიცხავს ფეხბურთში დაბრუნებას.
გამოცემა Betsson Sport-ისთვის მოცემულ ინტერვიუში „რომის იმპერატორმა“ განაცხადა, რომ სერია A-ს რამდენიმე კლუბი დღესაც იჩენს მის მიმართ ინტერესს, რაც ფეხბურთელში გაკვირვებას იწვევს.
„დაბრუნება? ცხოვრებაში არასოდეს თქვა: „არასოდეს“. ადრე ყოფილან ფეხბურთელები, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდნენ. ბოლო დროს სერია A-ს რამდენიმე გუნდი მეძებდა. როდის? ერთი თვის წინ. ამან ჩამაფიქრა და გამაკვირვა. საკუთარ თავს ვუთხარი: ამდენი წლის შემდეგ რატომ უნდათ ჩემი დაბრუნება? შემიძლია, ორ თვეში მზად ვიყო“, – განაცხადა 48 წლის ტოტიმ.