ფრანჩესკო ტოტი - „რომაში“ არასოდეს დავბრუნდები #1TVSPORT
ფრანჩესკო ტოტი - „რომაში“ არასოდეს დავბრუნდები #1TVSPORT

„რომას“ ლეგენდამ, კლუბის რეკორდსმენმა ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობით, ფრანჩესკო ტოტიმ გამორიცხა მშობლიურ კლუბში დაბრუნება.

47 წლის ტოტიმ კარიერა 2017 წელს დაასრულა. გუნდის ბევრ გულშემატკივარს უნდოდა „რომაში“ ახალ ამპლუაში მისი ხილვა.

„არასოდეს დავბრუნდები. თქვენ ამ კითხვას ყოველ ჯერზე მისვამთ. მე აღარ დავბრუნდები“, – მოჰყავს ტოტის სიტყვები გამოცემა Cult of Calcio-ს.