ფრანჩესკო ტოტი - „რეალში“ ყველაფერი შემომთავაზეს მე-10 ნომრისა და კაპიტნობის გარდა
„რომას“ ყოფილმა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ 2004 წელს ახლოს იყო მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან.
„მადრიდში გადასვლისკენ ვიხრებოდი. მათ მე ყველაფერი შემომთავაზეს მე-10 ნომრისა (რომელიც ფიგუს ეკუთვნოდა) და კაპიტნის სამკლავურის გარდა, რადგან რაული კლუბის სიმბოლო იყო. ნებისმიერ მოთამაშეს, რომელიც იქ მიდიოდა, რაულზე დაბალი ხელფასი უნდა მიეღო. მაგრამ მათ შემომთავაზეს ის ფული, რომელიც მე მინდოდა. ბევრს ვფიქრობდი და ჩემი ცოლიც მიბიძგებდა გადასვლისკენ. მაგრამ მე არჩევანი გულით გავაკეთე. ვფიქრობდი ოჯახზე, მეგობრებზე, „რომას“ ფანებზე. ბევრი სხვა გადავიდოდა „რეალში“, „ბარსელონაში“, „ბაიერნში“, მაგრამ მე მინდოდა სხვანაირი ვყოფილიყავი“, – განაცხადა ტოტიმ.
იტალიელი 20 წელზე მეტი „რომაში“ თამაშობდა და კარიერა 2017 წელს დაასრულა.