ფრანჩესკო ტოტი - კვარაცხელიასნაირ პიროვნებას სერია A-ში ძნელად ნახავ #1TVSPORT
ფრანჩესკო ტოტი - კვარაცხელიასნაირ პიროვნებას სერია A-ში ძნელად ნახავ #1TVSPORT

ფრანჩესკო ტოტიმ Dazn-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა რომაელების ლეგენდარულ კაპიტანს და იტალიის ნაკრების ყოფილ ლიდერს „ნაპოლის“ და „მილანის“ თავდამსხმელების, რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შედარება სთხოვა.

„რას ვიტყვი ლეაოსა და კვარაცხელიას შესახებ? ჩემთვის ისინი სრულიად განსხვავებული მოთამაშეები არიან. ლეაო უფრო ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა და ძალიან სწრაფია.

მეორე მხრივ, კვარაცხელია ძალიან ტექნიკურია, ის ყოველთვის მზად არის, რომ ერთი-ერთზე წავიდეს, ყოველთვის ცდილობს მცველთან დაპირისპირებას და არ ეშინია, რადგან ისეთი პიროვნებაა, რომლის მსგავსიც ძნელია, იტალიის ლიგაში ნახო“, – განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.