ფრანჩესკო ტოტი კაზინოების უკანონო დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT
ფრანჩესკო ტოტი კაზინოების უკანონო დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT

იტალიელმა სამართალდამცავებმა, რომლებიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში სპეციალიზდებიან, „რომას“ ყოფილი კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის ფინანსური საქმიანობის შესწავლა დაიწყეს, – იტყობინება გამოცემა La Verita.

მათი აზრით, ტოტი „საეჭვო საბანკო ტრანზაქციებს“ ახორციელებდა. ყოფილი ფეხბურთელი, შესაძლოა, მონაწილეობდა მსხვილი თანხების გადარიცხვებში კაზინოებისა და საბუკმეიკერო ორგანიზაციების სასარგებლოდ.

ტოტის წარმომადგენლებმა უარყვეს ეს ვარაუდი.

ფრანჩესკო ტოტიმ საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა.