ფრანჩესკო ტოტი - მე და სპალეტის ოთხი კაცი გვაშველებდა
ფრანჩესკო ტოტი - მე და სპალეტის ოთხი კაცი გვაშველებდა

„რომას“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის ერთი თავი რომაელთა ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ლუჩანო სპალეტისთან 2016 წელს მომხდარ კონფლიქტს მიუძღვნა.

„როცა გასახდელში ბოლო მოთამაშე შემოვიდა, სპალეტიმ კარი ჩაკეტა და ყვირილი დაიწყო“, – მოჰყავს ტოტის წიგნიდან ნაწყვეტი „ფუტბოლ იტალიას“ (Football Italia), – „მან მითხრა: „საკმარისია. შენ ლიდერად მოგაქვს თავი. უნდა წახვიდე. ჩემი აკრძალვის მიუხედავად, ბანქოს თამაშობ. თავი მომაბეზრე. ის მთელი ხმით ყვიროდა. შემდეგ ოთხი კაცი გვაშველებდა. ამ მომენტიდან, ჩვენი ურთიერთობა დასრულებული იყო“.

ტოტი „რომაში“ 1992-2017 წლებში გამოდიოდა. რომაული კლუბის შემადგენლობაში, ის ერთხელ იყო იტალიის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი.