არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი მილანის „ინტერის“ ფორვარდ მაურო იკარდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე არ წაიყვანს.
Fox Sports-ის ინფორმაციით, მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება ნაკრების მატჩებში იკარდის ცუდ თამაშს უკავშირდება. გარდა ამისა, მილანური კლუბის კაპიტანს რთული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ნაკრების ლიდერებთან, კერძოდ, ლიონელ მესისთან.
25 წლის იკარდიმ ამ სეზონში 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა და მეორე ადგილზეა სერია A-ს ბომბარდირთა სიაში.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინა ისლანდიას, ხორვატიასა და ნიგერიას შეხვდება.