FourFourTwo-მ ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები დაასახელა - ქინქლაძე დი სტეფანოს, ეუსებიოსა და ბესტის გვერდით მოხვდა #1TVSPORT
გიორგი ქინქლაძე პოპულარულმა გამოცემა FourFourTwo-მ დაასახელა იმ 12 ლეგენდარულ მოთამაშეს შორის, რომელთაც ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშია.
„ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატი პრესტიჟით მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს ჩამორჩება. ზოგიერთ ვარსკვლავს ტურნირზე თამაშის შანსი არასოდეს ჰქონია. ევრო 2024 ჩაივლის ისეთი დიდი სახელების გარეშე, როგორებიც ერლინგ ჰალანდი, მარტინ ოდეგორი, ალექსანდრ ისაკი და დეიან კულუსევსკი არიან“, – წერს გამოცემა.
FourFourTwo-ს რჩეული 12 მოთამაშე, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ ევროპის ჩემპიონატზე:
1. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი)
2. ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია)
3. ეუსებიო (პორტუგალია)
4. ჯონ ჩარლზი (უელსი)
5. პაოლო როსი (იტალია)
6. კენი დალგლიში (შოტლანდია)
7. ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი)
8. დავიდ ჟინოლა (საფრანგეთი)
9. ჯონი ჯაილსი (ირლანდია)
10. იარი ლიტმანენი (ფინეთი)
11. გიორგი ქინქლაძე (საქართველო)
12. მეტიუ ლ ტისიე (ინგლისი)
„„მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარული ფეხბურთელის საერთაშორისო დებიუტი 1992 წლამდე არ შედგა, სანამ მისი ქვეყანა დამოუკიდებელი არ გახდა. მათ კი ტურნირზე მოხვედრა მხოლოდ 2024 წელს შეძლეს“, – ასე ახასიათებს გამოცემა გიორგი ქინქლაძეს.