FourFourTwo-მ ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა - ვილი სანიოლი მე-15 ადგილზეა #1TVSPORT
ცნობილმა საფეხბურთო გვერდმა, FourFourTwo-მ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა და საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მე-15 ადგილზე გაიყვანა.
საქართველოს ნაკრების ჯგუფში მწვრთნელთა შორის რეიტინგით საუკეთესო (მე-6 ადგილი) პორტუგალიის ნაკრების ესპანელი სპეციალისტი რობერტო მარტინესია. შემდეგ (მე-13) მოდის თურქეთის იტალიელი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა, ხოლო მესამეზე (მე-15) „ჯვაროსნების“ ფრანგი სპეციალისტია. ბოლო (23) პოზიციაზე ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) აღმოჩნდა.
„საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ფეხბურთელის რანგში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გახდა, ხოლო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – საფრანგეთის ეროვნულ გუნდში. მან საქართველოსთვის ისტორია დაწერა, გუნდი პირველად ითამაშებს დიდ საფეხბურთო ტურნირზე“, – ასე დაახასიათა გამოცემამ სანიოლი.
რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამია, მეორეზე იტალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი, ხოლო მესამეზე იულიან ნაგელსმანი (გერმანია) გავიდა.