დღეს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი რობერტო ლანდი ჩამოფრინდა. პირველი არხის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი ფოთის „კოლხეთს“ გაწვრთნის.
ლანდი 1998-2000 წლებში ,საქართველოს ახალგარხდულ ნაკრებს ავარჯიშებდა, იყო ამავე კატეგორიის,ლიტვისა და კატარის ნაკრებ გუნდების დამრიგებელი, 2011-2012 წლებში ლიბერიის ნაკრებში მუშაობდა, ხოლო 2016 –2017 წლებში იტალიური „რიმინის“ მენეჯერი გახლდათ.
ლანდი რამდენიმე იტალიელი მოთამაშის ჩამოყვანას აპირებს, ხოლო თავის მხრივ „კოლხეთის“ ხელმძღვანელობა ბრაზილიელი ლეგიონერების დამატებაზე ზრუნავს. სულ „კოლხეთში“ 8 უცხოელ ფეხბურთელს ელიან. მიზანი კი ეროვნულ ლიგაში მეორე ნახევრის კარგად ჩატარება და ევროსაგზურის მოპოვებაა.