ფოთის „კოლხეთი 1913“-ს ახალი დირექტორი ჰყავს. დავით ბუკია ფოთის მუნიცალიტეტმა დანიშნა. კლუბი ქალაქის ბალანსზეა და ხელმძღვანელს ამიტომ ნიშნავს. ბუკიამ, რომელიც გუნდს უკვე წარუდგინეს, პოსტზე თემურ ბარქაია ჩაანაცვლა.
„თემურ ბარქაიამ ამ გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა, ფოთს გუნდი გაჭირვების პერიოდში შეუნარჩუნა და გუნდი აქამდე მოიყვანა. რაც შეეხება „კოლხეთს“ და ჩემს გეგმებს – ეს უძველესი ქართული კლუბია და სანამ გუნდში მოვიდოდი, პასუხისმგებლობაზე ვფიქრობდი. ჩემი და ქალაქის მიზანი გუნდის გაძლიერებაა. ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ „კოლხეთს“ დიდი ამბიციის გარდა, საკმაოდ კარგი პოტენციალიც გააჩნია. ცვლილებები შემადგენლობაშიც იქნება და მენეჯმენტშიც. აქვე ვიტყვი, რომ მონახაზი არსებობს და იმედია, მალე სპონსორებს მოვიზიდავთ. სხვაგვარად გუნდის გაძლიერება წარმოუდგენელი იქნება“, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში დავით ბუკია.