ფოთის „კოლხეთმა“ „თელავს“ მოუგო - მსაჯმა ორივე გუნდიდან თითო ფეხბურთელი გააძევა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ფოთის „კოლხეთმა“ „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 3:1 გაიმარჯვა.
ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გამართულ დაპირისპირებაში 37-ე წუთზე თელაველები დაწინაურდნენ. „თელავის“ თავდამსხმელმა საჯარიმოსთან ბურთი ელდარ პარკინაშვილს დაუგორა, რომელმაც ეფექტური დარტყმით თელაველების კარი აიღო. თუმცა ფოთელებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 43-ე წუთზე წონასწორობა დემეტრე გვასალიამ აღადგინა, 66-ე წუთზე კირილ კლიმოვმა მცველების შეცდომით ისარგებლა და „კოლხეთი“ დააწინაურა.
„თელავი“ უტევდა და მეტოქის კარის აღებას ცდილობდა, რაც 75-ე წუთზე მოახერხა. „კოლხეთის“ კარი ისევ პარკინაშვილმა აიღო, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა. სტუმართა თავდამსხმელი თორნიკე ახვლედიანი კი არბიტრმა კამათისთვის მოედნიდან გააძევა.
საბოლოო ანგარიში 90+1-ე წუთზე ისევ კირილ კლიმოვმა დააფიქსირა, მაგრამ ამის შემდეგ მსაჯმა კიდევ ერთი წითელი ბარათი გამოიყენა – ამჯერად „კოლხეთის“ თავდამსხმელი გიორგი აბუაშვილი დაისაჯა არგენტინელ ჯინო პერუცისთან ინციდენტისთვის გამო.
ფოთის „კოლხეთმა“ 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დააგროვა და მეექვსე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო „თელავი“ (3) მეშვიდე ადგილზე დარჩა.