ფოთის „კოლხეთი 1913“-მა თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა რუმინულ „რეშიცასთან“ გამართა და 2:1 გაიმარჯვა.
რუმინეთის რანგით მეორე ლიგის გუნდი პირველ ტაიმში დაწინაურდა. მეორე ტაიმში „კოლხეთმა“ მდგომარეობა გამოასწორა, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ფოთელებმა წინა მატჩიც მოიგეს, მათ დანიურ „ბრაბრანდს“ 2:1 ძლიეს. ბელეკში გამართულ დაპირისპირებაში ქართული გუნდის მხრიდან გოლები ოთარ გაგნიძემ და გია ახალაძემ გაიტანეს.
„რეშიცა“ – „კოლხეთი“ 1913 1:2 (1:0)
„კოლხეთი 1913“: რიაბენკო, ერაძე, დუგბია, დათუაშვილი, გოგიჩაშივილი, დავიდი, შეყილაძე, გაგნიძე, არველაძე, ჟოანი, კოხრეიძე