ეროვნული ლიგის მე-17 ტური ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩით დაიწყო, რომელშიც ფოთის „კოლხეთმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 2:2.
შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართა, რადგან „კოლხეთი“ წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა. ანგარიში სწრაფად გაიხსნა. მე-3 წუთზე, „დინამოს“ გვატემალელმა თავდამსხმელმა, ოსკარ სანტისმა მცველის მოგერიებული ბურთი საჯარიმოში მიიღო და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
„კოლხეთი 1913“-მა წონასწორობა სწრაფად აღადგინა. მე-19 წუთზე შეტევა საჯარიმოსთან მყოფ გიორგი ხარებავას გაგუგრძელეს, რომელმაც თბილისური კლუბის მცველებს დაასწრო და ძლიერი დარტყმით სეზონში მესამე გოლი გაიტანა – პლუს მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა.
მეორე ტაიმში ფოთელებმა დაწინაურება 65-ე წუთზე მოახერხეს. გიორგი მელქაძემ გაიბრწყინა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო შეასრულა და ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლის ავტორი გახდა, სეზონში კი ანგარიშზე მე-4 გოლი ჩაიწერა. მაგრამ 90+3-ე წუთზე „დინამოს“ ნახევარმცველმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა წონასწორობა აღადგინა – 2:2.
17 ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთმა“ 19 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „დინამო თბილისმა“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით წინ არის (მე-5 ადგილზე).