რობერტო ლანდიმ ფოთის „კოლხეთი“ დატოვა – ეს ინფორმაცია პირველ არხს გუნდის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, გია ეჯიბიამ დაუდასტურა.
„გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო ლანდიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა . ,,კოლხეთი 1913”-ში დროებით ამ პოსტზე მისი ასისტენტი ნუგზარ თვარაძე იმუშავებს“ – ამბობს ეჯიბია.
საინტერესოა, რომ რობერტო ლანდიმ ფოთის კლუბში თვეზე ნაკლები იმუშავა – „კოლხეთი 1913“-ის სპონსორმა, სამშენებლო დეველოპერულმა კომპანიამ ,,Lion Building Development”-მა მასმედიას და გულშემატკივრებს რობერტო ლანდი 30 ივლისს წარუდგინა.