„ფორტუნას“ 32 წლის თავდამსხმელი ევროპის ყველაზე ეფექტიანი ფორვარდია
სტატისტიკური პორტალის Opta-ს მონაცემებით, „ფორტუნას“ ფორვარდი როუენ ჰენინგსი ყველაზე ეფექტურად იყენებს სახიფათო მომენტებს TOP5 ჩემპიონატებში. 32 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა 17 საგოლე მომენტიდან, რაც რეალიზაციის 76.5 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა „ლიონის“ ფორვარდი მუსა დემბელე – 18-დან 13 (72.2 პროცენტი). სამეულში მოხვდა „ატალანტას“ ფორვარდი იოსიპ ილიჩიჩი – 17-დან 12 (70.6 პროცენტი).
ტოპ-ათეულში მოხვდა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო – ის მეშვიდე ადგილზეა (15 გოლი 22 საგოლე მომენტიდან – 68.2%). სეზონის აღმოჩენა „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰალანდი მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა – 8-დან 12 (66.7 პროცენტი).
Opta „საგოლე მომენტს“ ასე განსაზღვრავს: „სიტუაცია, როცა მოთამაშისგან ელიან გოლს ერთი ერთზე გასვლისას ან ახლო მანძილიდან დარტყმისას“.