ფორმულა 1 | ოსკარ პიასტრი ბაჰრეინის გრანპრის გამარჯვებულია #1TVSPORT
ფორმულა 1-ში 2025 წლის სეზონის მეოთხე ეტაპი ბაჰრეინში „მაკლარენის“ ავსტრალიელი პილოტის, ოსკარ პიასტრის გამარჯვებით დასრულდა.
ავსტრალიელი ამ გამარჯვებით გახდა პირველი პილოტი 2025 წელს, რომელმაც ერთზე მეტი გრანპრის მოგება მოახერხა. პიასტრიმ მანამდე ჩინეთში გაიმარჯვა.
ბაჰრეინის გრანპრის მთავარ მოვლენას, რბოლას პირველ ადგილზე სწორედ პიასტრი იწყებდა, მეორე იყო „ფერარის“ მონეგასკი პილოტი შარლ ლეკლერი, ხოლო მესამე ჯორჯ რასელი „მერსედესიდან“.
პიასტრიმ სტარტზე უპირატესობა შეინარჩუნა და მთელი რბოლის განმავლობაში სიტუაციას იდეალურად აკონტროლებდა. შესაბამისად, მასთან მიახლოება ვერავინ მოახერხა.
რბოლაში მეორე ადგილი რასელმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიცია „მაკლარენის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, ლანდო ნორისს ერგო, რომელმაც ჩემპიონატის ლიდერობა შეინარჩუნა.
ბაჰრეინის გრანპრი 2025, ქულები:
- ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 25 ქულა (1:35:39.435)
- ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 18 ქულა (+15.499)
- ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 15 ქულა (+16.273)
- შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 12 ქულა (+19.679)
- ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 10 ქულა (+27.993)
- მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 8 ქულა (+34.395)
- პიერ გასლი („ალპინი“) – 6 ქულა (+36.002)
- ესტებან ოკონი („ჰაასი“) – 4 ქულა (+44.244)
- იუკი ცუნოდა („რედ ბული“) – 2 ქულა (+45.061)
- ოლივერ ბირმანი („ჰაასი“) – 1 ქულა (+47.594)
შედეგად, 2025 წლის სეზონს პილოტთა ინდივიდუალურ ჩათვლაში 77 ქულით ლანდო ნორისი ლიდერობს. მეორე ადგილზე 74 ქულით მისი თანაგუნდელი ოსკარ პიასტრია, მესამე – 69 ქულით მაქს ფერსტაპენი „რედ ბულიდან“, ხოლო მეოთხე ადგილს 63 ქულით „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ჯორჯ რასელი იკავებს.
რაც შეეხება კონსტრუქტორთა თასს, „მაკლარენი“ 151 ქულით პირველზეა. 93 ქულა აქვს მეორეადგილოსან „მერსედესს“, 71 – მესამე ადგილზე მყოფ „რედ ბულს“, ხოლო „ფერარი“ 57 ქულით მეოთხეა.
ფორმულა 1-ში შემდეგ ეტაპი 18-20 აპრილს საუდის არაბეთში, ჯედას საქალაქო ტრასაზე გაიმართება.