ფორმულა 1-ში ყველაზე ცუდ პილოტად რუსი ავტომრბოლი აღიარეს #1TVSPORT
ფორმულა 1-ში ყველაზე ცუდ პილოტად რუსი ავტომრბოლი აღიარეს #1TVSPORT

გამოცემა The Race-მა ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით პილოტთა რეიტინგი შეადგინა.

კლასიფიკაციის ლიდერი გახდა „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი, რომელმაც 10 შესაძლებლიდან 8.7 ქულა დააგროვა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰემილტონი მხოლოდ მესამეა. ბოლოზე გავიდა „ჰაასის“ რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი. მისი დაბალი შეფასება გამოიწვია ბევრმა ავარიამ, დაბალმა ტემპმა და ნულმა ქულამ საერთო ჩათვლაში.

  1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) – 8.7
  2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) – 8,3
  3. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) – 7,5
  4. ჯორჯ რასელი (უილიამსი) – 7,2
  5. შარლ ლეკლერი (ფერარი) – 7,1
  6. პიერ გასლი (ალფა ტაური) – 7,1
  7. ფერნანდო ალონსო (ალპინი) – 6,9
  8. კარლოს საინსი (ფერარი) – 6,5
  9. ესტებან ოკონი (ალპინი) – 6,3
  10. სებასტიან ფეტელი (ასტონ მარტინი) – 5,7
  11. ანტონიო ჯოვინაცი (ალფა რომეო) – 5,6
  12. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) – 5,5
  13. დანიელ რიკარდო (მაკლარენი) – 5,5
  14. ვალტერი ბოტასი (მერსედესო) – 5,4
  15. სერხიო პერესი (რედ ბული) – 5,3
  16. კიმი რაიკონენი (ალფა რომეო) – 5,1
  17. მიკ შუმახერი (ჰაასი) – 4,7
  18. იუკი ცუნოდა (ალფა ტაური) – 4,5
  19. ნიკოლა ლატიფი (უილიამსი) – 4,1
  20. ნიკიტა მაზეპინი (ჰაასი) – 3,0