ფორმულა 1-ში 2022 წელს 23 ეტაპი გაიმართება - ეს სარეკორდო მაჩვენებელია #1TVSPORT
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს 2022 წლის სეზონის ოფიციალური კალენდარი. მომდევნო წელს 23 გრანპრი გაიმართება – ეს სარეკორდო მაჩვენებელია ამ საავტომობილო სერიის ისტორიაში.
სეზონი დაიწყება მარტის ბოლოს – ბაჰრეინის გრანპრით, ხოლო დასრულდება 20 ნოემბერს აბუ-დაბის ტრადიციული ეტაპით.
2022 წლის სეზონის კალენდარი:
ბაჰრეინის გრანპრი – 20 მარტი
საუდის არაბეთის გრანპრი – 27 მარტი
ავსტრალიის გრანპრი – 10 აპრილი
ემილია-რომანიას გრანპრი – 24 აპრილი
მაიამის გრანპრი – 8 მაისი
ესპანეთის გრანპრი – 22 მაისი
მონაკოს გრანპრი – 29 მაისი
აზერბაიჯანის გრანპრი – 12 ივნისი
კანადის გრანპრი – 19 ივნისი
ბრიტანეთის გრანპრი – 3 ივლისი
ავსტრიის გრანპრი – 10 ივლისი
საფრანგეთის გრანპრი – 24 ივლისი
უნგრეთის გრანპრი – 31 ივლისი
ბელგიის გრანპრი – 28 აგვისტო
ნიდერლანდების გრანპრი – 4 სექტემბერი
იტალიის გრანპრი – 11 სექტემბერი
რუსეთის გრანპრი – 25 სექტემბერი
სინგაპურის გრანპრი – 2 ოქტომბერი
იაპონისს გრანპრი – 9 ოქტომბერი
აშშ-ის გრანპრი – 23 ოქტომბერი
მექსიკის გრანპრი – 30 ოქტომბერი
ბრაზილიის გრანპრი – 13 ნოემბერი
აბუ-დაბის გრანპრი – 20 ნოემბერი