ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მორიგ ეტაპს ბელგიამ, სპა ფრანკოშამის ცნობილმა ავტოდრომმა უმასპინძლა. გრანპრი „მაკლარენის“ ავსტრალიელი პილოტის, ოსკარ პიასტრის გამარჯვებით დასრულდა. პოდიუმზე მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა, ბრიტანელმა ლანდო ნორისმა დაიკავა, ხოლო მესამეზე მონეგასკი შარლ ლეკლერი („ფერარი“) გავიდა.
წვიმის გამო რბოლა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, შემდეგ კი პილოტებს უსაფრთხოების მანქანის უკან უწევდათ მოძრაობა. სარბოლო რეჟიმში გადასვლისთანავე პიასტრიმ თანაგუნდელს გადაასწრო, ლიდერობა მოიპოვა და რბოლის ბოლომდე აღარ დაუთმია.
აღნიშნული გამარჯვება ავსტრალიელი პილოტისთვის კარიერაში მერვე იყო და ის 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერია. ლანდო ნორისს პიასტრიმ 16 ქულით გაასწრო. კონსტრუქტორთა თასზეც „მაკლარენი“ დამაჯერებლად ლიდერობს.
ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის მორიგი ეტაპი 3 აგვისტოს უნგრეთში ჩატარდება.
ფორმულა 1, ბელგიის გრანპრი 2025 | ქულები:
- ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 25 ქულა
2. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 18 ქულა
3. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 15 ქულა
4. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 12 ქულა
5. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 10 ქულა
6. ალექსანდერ ალბონი („ვილიამსი“) – 8 ქულა
7. ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 6 ქულა
8. ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 4 ქულა
9. გაბრიელ ბორტოლეტო („ზაუბერი“) – 2 ქულა
10. პიერ გასლი („ალპინი“) – 1 ქულა
პილოტთა სატურნირო მდგომარეობა:
- ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 266 ქულა
- ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 250 ქულა
- მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 185 ქულა
- ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 157 ქულა
- შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 139 ქულა
- ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 109 ქულა
- კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 63 ქულა
- ალექსანდერ ალბონი („ვილიამსი“) – 54 ქულა
- ნიკო ჰულკენბერგი („ზაუბერი“) – 37 ქულა
- ესტებან ოკონი („ჰაასი“) – 27 ქულა
- ისაკ ჰაჯარი („რეისინგ ბულსი“) – 22 ქულა
- ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 20 ქულა
- პიერ გასლი („ალპინი“) – 20 ქულა
- ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 16 ქულა
- ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 16 ქულა
- კარლოს საინსი („ვილიამსი“) – 16 ქულა
- იუკი ცუნოდა („რედ ბული“) – 10 ქულა
- ოლივერ ბირმანი („ჰაასი“) – 8 ქულა
- გაბრიელ ბორტოლეტო („ზაუბერი“) – 6 ქულა
- ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 0 ქულა
- ჯეკ დუანი („აპლინი“) – 0 ქულა
კონსტრუქტორთა სატურნირო მდგომარეობა:
- „მაკლარენი“ – 516 ქულა
- „ფერარი“ – 248 ქულა
- „მერსედესი“ – 220 ქულა
- „რედ ბული“ – 192 ქულა
- „ვილიამსი“ – 70 ქულა
- „ზაუბერი“ – 43 ქულა
- „რეისინგ ბულსი“ – 41 ქულა
- „ასტონ მარტინი“ – 36 ქულა
- „ჰაასი“ – 35 ქულა
- „ალპინი“ – 20 ქულა