ფორმულა 1 | მაქს ფერსტაპენმა ლას ვეგასის გრანპრი მოიგო, „მაკლარენის“ ორივე პილოტს დისკვალიფიკაცია მისცეს #1TVSPORT
ფორმულა 1 | მაქს ფერსტაპენმა ლას ვეგასის გრანპრი მოიგო, „მაკლარენის“ ორივე პილოტს დისკვალიფიკაცია მისცეს #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის 22-ე ეტაპი აშშ-ში, ნევადის შტატში, ლას ვეგასის საქალაქო ტრასაზე გაიმართა და „რედ ბულის“ პილოტის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. ნიდერლანდელისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეექვსე მოგება იყო, ხოლო კარიერაში 69-ედ გავიდა პირველ ადგილზე.

აღნიშნულ რბოლაში მეორე პიზიცია დაიკავა „მაკლარენის“ ბრიტანელმა პილოტმა და ჩემპიონატის ლიდერმა, ლანდო ნორისმა, თუმცა მისი და მისი თანაგუნდელის, ოსკარ პიასტრის (მეოთხე ადგილი თავდაპირველად) ბოლიდების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ძირზე მდებარე დამცავი ფირფიტა მინიმალურ ნებადართულ ზომაზე თხელი იყო. ამიტომ, სტიუარდების გადაწყვეტილებით, ორივე პილოტი დისკვალიფიცირდა და მათი შედეგები დღევანდელ რბოლაში გაუქმდა.

ახალი შედეგების მიხედვით, ლას ვეგასში მეორე ადგილი ჯორჯ რასელმა („მერსედესი“) დაიკავა, ხოლო მესამე – კიმი ანტონელიმ („მერსედესი“).

შედეგად, სეზონის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე ჩემპიონატის ცხრილში ვითარება დაძაბულია – ნორისს 390 ქულა აქვს და პირველია, ხოლო ფერსტაპენი და პიასტრი მას 24 ქულით ჩამორჩებიან – ორივე 366 ქულითაა.

შემდეგი ეტაპი 27-29 ნოემბერს კატარში ჩატარდება, ამავე უქმეებზე გაიმართება სპრინტიც (100-კილომეტრიანი რბოლა) და, ჯამში, 34 ქულა გათამაშდება, ხოლო სეზონის ბოლო რბოლა 7 დეკემბერს აბუ დაბიში შედგება.