ფორმულა 1-მა ლეგენდარული სერ ფრენკ უილიამსი დაკარგა #1TVSPORT
ფორმულა 1-მა ლეგენდარული სერ ფრენკ უილიამსი დაკარგა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის ბრიტანული საჯინიბოს „უილიამსის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა გუნდის დამაარსებლის სერ ფრენკ უილიამსის გარდაცვალების შესახებ. ის 79 წლის იყო.

ბოლო დროს ბრიტანელი ავადმყოფობდა და პუბლიკის წინაშე არ ჩნდებოდა. აღნიშნავენ, რომ ის თავისი ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

უილიამსმა ფორმულა 1-ის გუნდი „ფრენკ უილიამს რეისინგ ქარსი“ 1966 წელს დააარსა და დებიუტი სამეფო რბოლებში 1969 წელს ჰქონდა. 1977 წელს, ბიზნესმენმა ფინანსური პრობლემების გამო, გუნდი კანადელ მილიონერს მიჰყიდა, რის შემდეგაც შექმნა ახალი გუნდი, რომელსაც „უილიამსი“ დაარქვა.

უილიამსი 1986 წელს, საფრანგეთში ავტოავარიაში მოხვდა და პარალიზებული დარჩა, მაგრამ აგრძელებდა გუნდის ხელმძღვანელობას. მან ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საჯინიბო შექმნა, რომელმაც 80-90-იან წლებში ცხრაჯერ მოიგო კონსტრუქტორთა თასი და შვიდჯერ პილოტების ჩემპიონატი. ბოლო ტიტული 1997 წელს კანადელმა ჟაკ ვილნევმა მოიპოვა, ბოლო გრანპრი კი 2012 წელს, ესპანეთში პასტორ მალდონადომ მოიგო.

დატოვე კომენტარი