ფორმულა 1-მა გააუქმა ეტაპები აზერბაიჯანში, სინგაპურსა და იაპონიაში
ფორმულა 1-მა გააუქმა ეტაპები აზერბაიჯანში, სინგაპურსა და იაპონიაში

ფორმულა 1-მა 2020 წლის სეზონის რამდენიმე ეტაპი გააუქმა კორონავირუსის პანდემიის გამო.

როგორც ირკვევა, არ გაიმართება რბოლები აზერბაიჯანში, სინგაპურსა და იაპონიაში. „გადაწყვეტილება მიღებულია სხვადასხვა პრობლემის გამო, რომელსაც წააწყდნენ ამ ქვეყნებში ჩვენი პრომოუტერები. სამაგიეროდ, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს სხვა ეტაპების ჩატარებაზ“”, – წერია სპეციალურ განცხადებაში.

ადრე დამტკიცდა სეზონის ევროპული ნაწილის კალენდარი: ფორმულა 1 დაბრუნდება 5 ივლისს, ავსტრიაში.

ერთი კვირის შემდეგ, გაიმართება კიდევ ერთი ავსტრიული ეტაპი, შემდეგ ჩატარდება რბოლები უნგრეთში, ბრიტანეთში (ორი ეტაპი), ესპანეთში, ბელგიასა და იტალიაში.