ფორმულა 1-მა 2023 წელს ლას ვეგასის ღამის რბოლის ჩატარების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2023 წელს ლას ვეგასში გრანპრი გაიმართება.
ეს იქნება ქუჩის რბოლა ღამის საათებში და ის შაბათს ჩატარდება. ასეთი რამ ფორმულა 1-ში 40 წელია არ მომხდარა.
ქალაქის ტრასა მოიცავს 14 მოსახვევს, სამ სწორ მონაკვეთს და DRS-ის ორ ზონას. წრის სიგრძეა – 6.12 კილომეტრი. მაქსიმალური სიჩქარე საათში 342 კილომეტრს მიაღწევს.
ტრასა განთავსებულია ლას ვეგას-სტრიპის რაიონში – ეს არის მსოფლიოში ცნობილი სათამაშო და ტურისტული ცენტრი, სადაც მდებარეობს „სიზარს-პალასი“, სასტუმრო-კაზინო „ბელაჯო“ და სხვა ღირსშესანიშნაობები.
ლას ვეგასის გრანპრი მესამე ამერიკული ეტაპი იქნება კალენდარში ოსტინისა და მაიამის რბოლების შემდეგ.