ფორმულა 1-მა 2022 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდი წარმოადგინა.
პრეზენტაცია გაიმართა სილვერსტოუნის ტრასაზე ბრიტანეთის გრანპრის წინ. ბოლიდი პირველად უჩვენეს ნატურალურ ზომაში – მანამდე მანქანა წარადგინეს ციფრული გამოსახულების მეშვეობით.
იტყობინებიან, რომ ბოლიდის აეროდინამიკური კონფიგურაციები გამარტივდება – ეს მიმართულია გასწრებების რაოდენობის გაზრდაზე და მან უნდა გაამარტივოს მოწინააღმდეგის დევნა.
ასევე შემცირდება გუნდებისთვის ბოლიდის მომზადების ხარჯები. წელიწადში ეს თანხა იქნება 16 მილიონი ევრო, რაც ათჯერ მცირეა დღევანდელ თანხაზე.