ფორმულა 1 | კიმი ანტონელიმ ბელგიის გრანპრი მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მეათე რბოლა „მერსედესის“ პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. 19 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში მეექვსე ეტაპი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერია.
რბოლაში მეორე ადგილი შარლ ლეკლერმა („ფერარი“) დაიკავა, ხოლო მესამეზე „რედ ბულის“ წარმომადგენელი მაქს ფერსტაპენი გავიდა.
ანტონელი სპა ფრანკოშამის ცნობილ ავტოდრომზე ასპარეზობას პირველი ადგილიდან იწყებდა. რბოლის შუაში, ყვითელი დროშების ფონზე, ლეკლერთან პოზიცია დათმო, თუმცა მალევე დაიბრუნა.
აღსანიშნავია, რომ რბოლის პირველივე წრეზე ლუის ჰამილტონთან შეჯახების შემდეგ ასპარეზობას გამოეთიშა ანტონელის თანაგუნდელი და ტიტულისთვის ბრძოლაში მისი ერთ-ერთი კონკურენტი ჯორჯ რასელი.
ბელგიის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:
კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 25 ქულა
შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 18 ქულა
მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 15 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 12 ქულა
ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 10 ქულა
ისაკ ჰაჯარი („რედ ბული“) – 8 ქულა
ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 6 ქულა
გაბრიელ ბორტოლეტო („აუდი“) – 4 ქულა
არვიდ ლინდბლადი („რეისინგ ბულსი“) – 2 ქულა
ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 1 ქულა
2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | პილოტები:
კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 204 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 159 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 154 ქულა
2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | კონსტრუქტორები:
„მერსედესი“ – 358 ქულა
„ფერარი“ – 285 ქულა
„მაკლარენი“ – 195 ქულა
ფორმულა 1-ის სეზონის შემდეგი ეტაპი უნგრეთში შედგება – რბოლა 26 ივლისს ჩატარდება.