ფორმულა 1-ის სეზონი ზაფხულში დაიწყება
ფორმულა 1-ის სეზონი ზაფხულში დაიწყება

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა გამოვიდა განცხადებით 2020 წლის სეზონის ჩატარების თაობაზე.

„როგორც ადრე ვიტყობინებოდით, ჩვენ ვაპირებთ 2020 წლის სეზონი ამ ზაფხულს დავიწყოთ, – წერია ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. – დღეისთვის არ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ იმაში, როდის გაუმჯობესდება სიტუაცია მსოფლიოში, მაგრამ, როცა ის გაუმჯობესდება, ჩვენ მზად ვიქნებით ისევ ჩავატაროთ რბოლები. ვისწრაფით იქითკენ, რომ ჩვენ ფანებს ვაჩუქოთ სრულფასოვანი სეზონი 2020 წელს. დღეისთვის ფორმულა 1 მუშაობს ეტაპების ორგანიზატორებთან ახალი კალენდრის შესადგენად. ეტაპების თანმიმდევრობა და მათი თარიღები მნიშვნელოვნად იქნება შეცვლილი თავდაპირველ განრიგთან შედარებით. როგორც კი სიცხადე გაჩნდება, ჩვენ გამოვაქვეყნებთ სეზონის აქტუალურ კალენდარს. გამოვიყენებთ ზაფხულის თვეებს, რომლის დროსაც, ჩვეულებრივ, არდადეგები გვაქვს. სეზონის დასრულების თარიღი, რომელიც თავდაპირველად 29 ნოემბერი იყო, შეიძლება გადაიწიოს. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ დავუბრუნოთ ფული ფანებს, რომლებმაც ეტაპებზე დასაწრებად ბილეთები შეიძინეს“.

ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონი ჯერ არ დაწყებულა.