ფორმულა 1-ის მოახლოებული სეზონის წინ, „მერსედესი“ ფავორიტად არ მიიჩნევა #1TVSPORT
ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა მონაცემთა ანალიზი, რომელიც ბაჰრეინში გამართული წინასასეზონო ტესტებისას მიიღო. შეადარეს ამ ტესტებისა და ბაჰრეინის შარშანდელ გრანპრიზე მეორე პრაქტიკის შედეგები.
როგორც ირკვევა, მსოფლიოს ჩემპიონი „მერსედესი“ პრობლემებს განიცდის საკვალიფიკაციო ტემპთან დაკავშირებით – ამ პარამეტრით ის „რედ ბულთან“ აგებს 0.56 წამს. იტყობინებიან, რომ გერმანული გუნდის ინჟინრები ჯერ ვერ გარკვეულან – რას უკავშირდება დაბალი ტემპი მოკლე დისტანციაზე საწვავის მცირე რაოდენობით მოძრაობისას. ამასთან, გამოთვლები აჩვენებს, რომ სარბოლო ტემპით „მერსედესი“ ავსტრიულ კონკურენტს 0.39 წამით უსწრებს.
„ფერარიმ“ ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება ტესტებზე – მხოლოდ მერვე შედეგი ჰქონდა მოკლე დისტანციებზე და მეექვსე – გრძელზე.
მონაცემთა ანალიზისას, ფორმულა 1-ის სპეციალისტები ითვალისწინებდნენ საწვავის ოდენობას, საბურავებს შორის განსხავებასა და ტრასის მდგომარეობას.
რეიტინგი საკვალიფიკაციო სიჩქარის მიხედვით:
- რედ ბული
- მერსედესი – +0,56
- მაკლარენი – +0,59
- ასტონ მარტინი – +0,72
- ალპინი – +0,80
- ალფა ტაური – +0,97
- ალფა რომეო – +1,12
- ფერარი – +1,28
- ჰაასი – +1,36
- უილიამსი – +1,83
რეიტინგი სარბოლო დროის მიხედვით:
- მერსედესი
- რედ ბული+0,39
- ასტონ მარტინი – +0,73
- მაკლარენი – +0,76
- ალპინი – +0,89
- ფერარი – +1,58
- ალფა ტაური – +1,76
- ალფა რომეო – +1,90
- უილიამსი – +2,02
- 10. ჰაასი – +2,88