ფორმულა 1-ის ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ რუსეთში აღარ გაიმართება ამ საავტომობილო სერიის რბოლები.
„ფულს ყველგან აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, ჩვენთანაც. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რასაც ვაქცევთ ყურადღებას. ყველაფერი სწორად უნდა იყოს. ჩვენ მხოლოდ საბანკო ანგარიშს რომ ვუყურებდეთ, კალენდარი სხვანაირი იქნებოდა.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ არასოდეს უნდა თქვა „არასოდეს“, მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია 100 პროცენტით დაგპირდეთ: ჩვენ მათთან არასოდეს გავმართავთ მოლაპარაკებებს. რბოლები რუსეთში აღარასოდეს იქნება“, – განუცხადა დომენიკალიმ გაზეთ Bild-ს.
უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, ფორმულა 1-მა გაწყვიტა კონტრაქტი სოჭში რუსეთის გრანპრის გამართვაზე.