ფორმულა 1-ის ჩემპიონატი ივნისამდე არ დაიწყება
ფორმულა 1-ის ჩემპიონატი ივნისამდე არ დაიწყება

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ და ფორმულა 1-ის ხელძღვანელობამ გააუქმეს მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა უახლოესი რბოლა და 2020 წლის სეზონის დაწყებას მაისის ბოლო რიცხვებში გეგმავენ.

2020 წელს პირველი რბოლა უნდა გამართულიყო 15 მარტს, ავსტრალიაში „ალბერტ-პარკის” ტრასაზე, მაგრამ გაუქმდა მას შემდეგ, რაც ბრიტანული საჯინიბო „მაკლარენის” ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა და გუნდმა უარი თქვა რბოლაში მონაწილეობაზე.

სეზონის სტარტის გაუქმების შემდეგ, გაურკვეველი ვადით გადაიდო ბაჰრეინისა (22 მარტი) და ვიეტნამის (5 აპრილი) გრანპრი. თუ სეზონი მაისის ბოლომდე არ დაიწყება, მაშინ ასევე არ გაიმართება დათქმულ ვადაში ჰოლანდიისა (3 მაისი) და ესპანეთის (10 მაისი) ეტაპები.

კალენდრის მიხედვით, მაისის ბოლოსს დაგეგმილი მონაკოს გრანპრი.