ფორმულა 1-ის ახალგაზრდული ტესტები 39 წლის ალონსომ მოიგო
ფორმულა 1-ის ახალგაზრდული ტესტები 39 წლის ალონსომ მოიგო

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა და „რენოს“ მომავალმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ საუკეთესო დრო აჩვენა აბუ დაბის ახალგაზრდულ ტესტებზე.

39 წლის ესპანელი ემზადება 2021 წელს ჩემპიონატში დასაბრუნებლად. აბუ დაბიში იას მარინას ტრასაზე მან წრეზე უსწრაფესი დრო აჩვენა – 1.36,333. შედარებისთვის, შაბათს, აბუ დაბის გრანპრის დროს, „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა პოული მოიპოვა ასეთი დროით – 1.35,246. ჯამში ალონსომ 104 წრე გაიარა.

რვასაათიან სესიაში მეორე ადგილი დაიკავა ფორმულა E-ს პილოტმა ნიკ დე ვრისმა, რომელიც „მერსედესის“ ბოლიდის საჭესთან იჯდა და ალონსოს 0.262 წამით ჩამორჩა. სამეულში მოხვდა „მერსედესის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, სარეზერვო პილოტი სტოფელ ვანდორნი, რომელიც ასევე ფორმულა E-ში გამოდის.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკ შუმახერმა „ჰაასის“ ბოლიდით წრე წუთსა და 39.947 წამში გაიარა და ბოლო ადგილი დაიკავა. სამაგიეროდ, ის ერთ-ერთი ლიდერი იყო გავლილი წრეების რაოდენობით – 125.

ამით 2020 წლის სეზონი ფორმულა 1-ში საბოლოოდ დასრულდა. 2021 წლების სეზონი 2 მარტს, ბარსელონას ტესტებით გაიხსნება.

შედეგები

  1. ფერნანდო ალონსო (რენო) – 1.36,333 (105 წრე)
  2. ნიკ დე ვრისი (მერსედესი) – +0,262 (110)
  3. სტოფელ ვანდორნი (მერსედესი) – +0,507 (82)
  4. რობერტ კუბიცა (ალფა რომეო) – +1,113 (89)
  5. იუკი ცუნოდა (ალფა ტაური) – +1,224 (123)
  6. იური ვიპსი (რედ ბული) – +1,437 (101)
  7. ანტონიო ფუოკო (ფერარი) – +1,484 (126)
  8. კალუმ ილოტი (ალფა რომეო) – +1,493 (93)
  9. გუანიუ ჩჟოუ (რენო) – +1,569 (98)
  10. ჯეკ აიტკენი (უილიამსი) – +1,820 (78)
  11. რობერტ შვარცმანი (ფერარი) – +1,824 (129)
  12. სებასტიან ბუემი (რედ ბული) – +1,951 (77)
  13. მარინო სატო (ალფა ტაური) – +2,162 (127)
  14. როი ნისანი (უილიამსი) – +3,467 (75)

15. მიკ შუმახერი (ჰაასი) – +3,614 (125)