ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი „მაკლარენის“ პილოტის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
ავსტრალიაში ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი დაიწყო. წლის პირველი რბოლა „მაკლარენის“ ბრიტანელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა მოიგო.
ნორისი რბოლას პირველი პოზიციიდან იწყებდა. მან სტარტზე თავის თანაგუნდელს, ოსკარ პიასტრისა და მოქმედ ჩემპიონს, მაქს ფერსტაპენს აჯობა.
მელბურნში მიმდინარე რბოლის მანძილზე რამდენჯერმე გაწვიმდა და გუნდებს გარდამავალ პირობებთან ადაპტაცია უხდებოდათ. განსაკუთრებით დაძაბული ბოლო წრეები გამოვიდა, ხოლო ასპარეზობა ექვსმა პილოტმა ვერ დაასრულა.
შედეგად, პოდიუმზე პირველი ადგილი ნორისმა დაიკავა, მეორე ფერსტაპენი იყო „რედ ბულიდან“, ხოლო მესამე პოზიცია „მერსედესის“ ბრიტანელმა პილოტმა, ჯორჯ რასელმა მოიპოვა. ნორისისთვის ეს გამარჯვება ფორმულა 1-ის კარიერაში მეხუთე იყო.
აღსანიშნავია „ფერარის“ წარუმატებელი სტარტი. იტალიურ გუნდს სეზონის წინ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი შეუერთდა, რაც მოლოდინს ზრდიდა. ბრიტანელმა რბოლა მე-10 ადგილზე დაასრულა, ხოლო მისი თანაგუნდელი შარლ ლეკლერი ფინიშთან მერვე მივიდა.
ავსტრალიის გრანპრი 2025:
- ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 25 ქულა
- მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 18 ქულა
- ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 15 ქულა
- ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 12 ქულა
- კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 10 ქულა
- ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 8 ქულა
- ნიკო ჰულკენბერგი („ზაუბერი“) – 6 ქულა
- შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 4 ქულა
- ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 2 ქულა
- ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 1 ქულა
- პიერ გასლი („ალპინი“) – 0 ქულა
- იუკი ცუნოდა („რეისინგ ბულსი“) – 0 ქულა
- ესტებან ოკონი („ჰაასი“) – 0 ქულა
- ოლივერ ბირმანი („ჰაასი“) – 0 ქულა