ფორმულა 1-ის ტელეაუდიტორიამ 2012 წლის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია, – წერს GPBlog.
წყაროს ცნობით, მხოლოდ 2.1 მილიონმა ადამიანმა უყურა გერმანიის გრანპრის საუკეთესო მომენტებს Channel 4-ზე. ეს 17.3 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე გასულ სეზონში.
არადა, გერმანიის გრანპრი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დაძაბული ეტაპი იყო მიმდინარე სეზონში. წვიმიან ამინდში რბოლა არაპროგნოზირებადი გახდა. “მერსედესის” პილოტებმა, რომელიც დომინირებენ მთელი სეზონის განმავლობაში, პოდიუმისთვის ბრძოლა ვერ შეძლეს, გამარჯვება კი “რედ ბულის” პილოტმა მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა.
როგორც ირკვევა, მიმდინარე სეზონში მაყურებლის ინტერესის ზრდა დაფიქსირებული იყო მხოლოდ საფრანგეთის გრანპრის დროს.